"მანჩესტერის" დატოვება ხუთ ფეხბურთელს მოუწევს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა გუნდიდან ხუთი ფეხბურთელი გაუშვას. ბრიტანული მედიის ცნობით, ე.წ „შავ სიაში“ პოლ პოგბა, დინ ჰენდერსონი, დონი ვან დე ბეეკი, ჯესი ლინგარი და ფილ ჯონსი მოხვდნენ.

არაა გამორიცხული ხსენებულ ფეხბურთელთა ნაწილმა გუნდმა იანვარის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს. ეს დამოკიდებული იქნება მიღებულ შეთავაზებებზე. აღსანიშნავია, რომ პოგბას და ლინგარდს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებათ და იანვარში მათი გაყიდვის ბოლო შესაძლებლობაა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჯერჯერობით, არც მთავარი მწვრთნელის საკითხია გარკვეული. ოლე გუნარ სულშერი ამ დრომდე ინარჩუნებს სამსახურს, მაგრამ თუ კლუბი არასტაბილური შედეგების ჩვენებას გააგრძელებს, ნორვეგიელს დიდი ალბათობით, კარისკენ მიუთითებენ.