"ბაიერნი" "აუგსბურგთან" კიმიხის და კომანის გარეშე ითამაშებს

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ბუნდესლიგის უახლოეს ტურში „აუგსბურგთან“ იოზუა კიმიხისა და კინგსლი კომანის გარეშე ითამაშებს.

იულიან ნაგელსმანის განცხადებით, კიმიხს ახლო კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა და გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, ხოლო კომანს მსუბუქი ტრავმა აქვს და რისკის თავიდან ასარიდებლად არ ითამაშებს.

შეგახსენებთ, „ბაიერნისა“ და „აუგსბურგის“ მატჩი 19 ნოემბერს გაიმართება.