კლოპი:

კლოპი: "ჯერარდისთვის "ასტონ ვილა" დიდი შანსია"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ასტონ ვილაში“ სტივენ ჯერარდის დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ახლა ბირმინგემელთა მატჩებს უფრო ყურადღებით მიადევნებს თვალს.

„ბედნიერი ვარ ჯერარდის გამო. „ასტონ ვილა“ ფართომასშტაბიანი კლუბია. ეს არის დიდი შესაძლებლობა მისთვის, როგორც სპეციალისტისთვის. თუმცა, ასევე კლუბსაც დიდ ჰორიზონტს უხსნის. ახლა „ასტონ ვილას“ მატჩებს უფრო მეტი ყურადღებით მივადევნებ თვალს, ვუგულშემატკივრებ კიდეც, მაგრამ როცა მეტოქეები ვიქნებით, ყველაფერი სხვაგვარად იქნება. დარწმუნებული ვარ, ჯერარდი ჩვენთან მატჩს სერიოზულად მოეკიდება. 90 წუთის განმავლობაში ყველა გრძნობა გვერდზე უნდა გადაიდოს“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდმა „ასტონ ვილა“ ერთი კვირის წინ ჩაიბარა და ბირმინგემელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.