„კოაბიტაცია არ იყო მხოლოდ გარედან მოთხოვნა, ეს იყო იმ უსიმპტომო ნაცების დამსახურებაც, რომლებიც მრავლად არიან „ქართულ ოცნებაში“ და ახლა კიდევ უფრო მომრავლდნენ“

„კოაბიტაცია არ იყო მხოლოდ გარედან მოთხოვნა, ეს იყო იმ უსიმპტომო ნაცების დამსახურებაც, რომლებიც მრავლად არიან „ქართულ ოცნებაში“ და ახლა კიდევ უფრო მომრავლდნენ“

თეატრის მხატვარი, შოთა გლურჯიძე ამბობს, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, რომელსაც მისჯილი აქვს, მაგრამ თუ არ ეთანხმება სასჯელს, ურჩევს გაასაჩივროს მაღალ ინსტანციებში. მისი თქმით, ექს-პრეზიდენტმა უნდა მოიხადოს სასჯელი ისე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი იხდის და ეს არის იურიდიული ანა-ბანა.

for.ge შოთა გლურჯიძეს ესაუბრა.

ოპოზიცია ისევ ქუჩას ირჩევს. რა არის ის, რასაც ვუყურებთ, საით მიჰყავს პროცესები „ნაციონალურ მოძრაობას“?

შოთა გლურჯიძე: მართალი გითხრათ, სრულიად დაკარგული აქვთ შეგრძნება, რაც აუცილებელია პოლიტიკოსისთვის. აქციის მონაწილეთა ასეთი რაოდენობაც ნათლად ასახავს იმ განწყობას, რაც არის მათ მიმართ. თვითონ თემა არის აბსურდი, რის გამოც გამოდიან ქუჩაში. გასაგებია, რომ რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. სააკაშვილის შიმშილობის თემაც გაურკვეველია. თუ არ უნდა ეს შიმშილობა - შეწყვიტოს. მათმა მომხრეებმაც ვერ გაიგეს რას ითხოვენ. ამ გაურკვეველი მოთხოვნებით საერთოდ დააბნიეს საკუთარი მომხრეები.

სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა, რიგგარეშე არჩევნები - თქვენ ფიქრობთ, რომ გაურკვეველია ეს მოთხოვნები?

- მე, მგონია, რომ მათმა მომხრეებმაც ვერ გაიეს რა უნდათ და მოცლილი არავინ არ არის, რომ ქუჩა-ქუჩა იაროს. ჩემი აზრით, რიგგარეშე არჩევნები გამორიცხულია, რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს? შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა 43%, რასაც გადააჭარბა „ქართულმა ოცნებამ“, ჰოდა, სააკაშვილი რატომ შიმშილობს და რას ითხოვს ამ შიმშილობით, არავინ იცის. მას მისჯილი აქვს იმ დანაშაულებების გამო, რაც ჩაიდინა და ამიტომ ზის ციხეში.

ოპოზიციის ლექსიკით თუ ვისაუბრებთ - მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავენ; ვერ გადაადგილდება; კარგავს გონებას; აქვს მეხსიერების პრობლემა, ამიტომ აუცილებელია მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა. გასაგებია, რომ მიზანმიმართულად ხდება მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ რას აღწევენ ამით?

- კი, მაგრამ რატომ უნდა გადაიყვანონ? სხვა პატიმრები თუ მკურნალობენ ციხის საავადმყოფოში და შესაძლებელია, რომ იქ იმკურნალონ, სააკაშვილს რატომ არ შეუძლია? თუ სასჯელაღსრულების დაწესებულება ჩათვლის, რომ შეუძლებელია იქ მკურნალობა და რაღაცა განსაკუთრებული სჭირს, ალბათ, გადაიყვანენ. არავინ აპირებს მის მოკვდინებას. მე მგონია, რომ ეს „ქართული ოცნებისთვისაც“ არ იქნება კარგი. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, რომელსაც მისჯილი აქვს. თუ არ ეთანხმება სასჯელს, მას შეუძლია მაღალ ინსტანციებში გაასაჩივროს განაჩენი.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი და თქვა, რომ მან უნდა მოიხადოს სასჯელი ციხეში და მკურნალობის კურსი უნდა გაიაროს ციხის საავადმყოფოში...

- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ორივე მხარე სხვადასხვაგვარად თარგმნის. არ წამიკითხვას, მაგრამ რეალობა ის გახლავთ, რომ მან უნდა მოიხადოს სასჯელი ისე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი იხდის. ეს არის იურიდიული ანა-ბანა.

გასაგებია, მაგრამ სწორედ აქიდან გამომდინარე ნიკა მელიამ მოუწოდა მხარდამჭერებს - „ვაჯანჯღაროთ სანამ შეგვიძლია“...

- რას აჯანჯღარებენ? ხომ ხედავთ, რომ მათი ეს ქმედება მილევადია. იმიტომ, რომ ხალხმა ვერ გაიგო რა უნდათ.

ფიქრობთ, რომ მილევადია? „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ პროტესტი უფრო გაიზრდება და მასშტაბური იქნება...

- მილევადია. ფაქტია, რომ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი გამოდის მათ მხარდასაჭერად. არ ვიძახი იმ ანგაჟირებულ ადამიანებზე, რომელთა მიმართ აქვთ კომპრომატები და ამით მართავენ. ვგულისხმობ ხელოვნების მუშაკებს, რომლებიც უბრალოდ იძულებული არიან მათთან ერთად დადგენ. რაც შეეხება იმას, ისინი რას ამბობენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ამყოფებენ ამ სააკაშვილს, რომელიც სხვათა შორის თავიდანვე ჩააგდეს ამ მდგომარეობაში. აიმედებდნენ, რომ აქ ელოდებიან როგორც ლიდერს და ქვეყნის გადამრჩენელს, ჩამოვიდა და აღმოჩნდა ციხეში. საკითხავია აქამდე რატომ არ გადმოგვცა უკრაინამ? ის იყო ძებნილი პირი. საერთოდ, ჩვენი ხელისუფლების მიერ უკრაინასთან ასეთი რბილი მოპყრობა, მგონია არასწორი.

სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო სააკაშვილის დაკავების სცენარი. ძალიან ამაყი და ამავე დროს მისთვის არადამახასიათებელი სიდინჯით და ღიმილით შევიდა მე-12 დაწესებულებაში, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული სურათი ვნახეთ უკვე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მისი შესახლების დროს...

- როგორც ჩანს, მას რაღაცა გარანტიები მისცეს, შეცდომაში შეიყვანეს. არ ვიცით, ვინ ურჩია - დაუძინებელმა მეგობრებმა უთხრეს, რომ ჩამოდი და ყველაფერს გაგიკეთებთო, თუ მისმა თანაგუნდელებმა უთხრეს. ფაქტია, რომ სააკაშვილი სულ სხვა რაღაცას ელოდებოდა და მიიღო სულ სხვა. ახლა, ამ სიტუაციიდან გამოსვლა გაურკვეველია. მან, ალბათ, უნდა თქვას, რომ შეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ მაგასაც ვერ იძახის, რადგან აქიდან ამუნათებენ, რომ არ შეწყვიტოს შიმშილობა. პირდაპირ იძახიან, რომ შიმშილობის შეწყვეტა უფრო საშიშია, ვიდრე შიმშილობა. ასეთი რამ საერთოდ არ გამიგია.

მგონია, რომ ძალიან მარგინალურ სიტუაციაში არიან ჩავარდნილი. რა თქმა უნდა, ალბათ, დამთავრდება ისე, რომ იძულებული გახდება შეწყვიტოს ეს რაღაცა „შიმშილობა“. შიმშილობა გაგვიგია და რეალურად გვინახავს კიდეც რა არის რეალური შიმშილობა. ჩემი აზრით, სააკაშვილის „შიმშილობა“ რაღაცა სუროგატულია, უკვე კომიკურ სახეს იძენს. ალბათ, უნდა შეწყვიტოს ეს „შიმშილობა“, იჯდეს იმ ციხეში და მოიხადოს სასჯელი. ეს მისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. დრო ექნება საიმისოდ, რომ დაფიქრდეს რა ჩაიდინა, მაგრამ მონანიების არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს ამ ძალისგან.

როგორ ფიქრობთ, ეს პოლიტიკური ჯგუფი მოუწოდებს სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს „შიმშილობა“ და თავად დაუბრუნდნენ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების წესს?

- ეს ოპოზიცია არ არის. ეს არის ექსტრემისტების ჯგუფი. არაფრის მაქნისი ISIS. ანუ, იმუქრებიან რაღაცით, რისი გაკეთებაც არ შეუძლიათ. საბოლოოდ სააკაშვილიც ამ მუქარების მძევალია.

თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი ოპოზიციის მუქარის მძევალია, მაგრამ პარალელურ რეჟიმში შიმშილობენ დეპუტატები. როგორ ფიქრობთ, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი გზა, რითაც ცდილობენ პოლიტიკური პროცესების ჩიხში შეყვანას?

- როგორც შევატყვე ელენე ხოშტარია მართლა შიმშილობს და ეს უფრო სამწუხარო ამბავია. იმიტომ, რომ ელენე ხოშტარიას ისეთი არაფერი დაუშავებია, რაც სააკაშვილმა დააშავა. რატომ შიმშილობს არც თვითონ არ იცის, უბრალოდ აყოლილია ამ პროცესს. მე მგონია, რომ თვითონ სააკაშვილმა უნდა მოუწოდოს მოშიმშილეებს, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ეს დეპუტატები რატომ შიმშილობენ, რა უნდათ? იძახიან, რომ სააკაშვილი უნდა განთავისუფლდესო და რანაირად უნდა განთავისუფლდეს? მაგალითად, მკვლელმა, ან ნარკორეალიზატორმა რომ დაიწყოს შიმშილობა ანალოგიური მოთხოვნით, უნდა გამოუშვან ციხიდან?! მგონია, რომ ეს არადეკვატური ხალხის საქციელია.

როცა ვსაუბრობთ რადიკალურ ჯგუფზე, ფიქრობთ, რომ შესაძლებელია პროცესების ესკალაცია?

- შეიძლება თავი დაიწვან, ყველაფერი შეიძლება ჩაიდინოს ასეთმა ხალხმა. ამათ ქმედებას პოლიტიკურ პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემთვის საერთოდ მიუღებელია მათი ყოფნა პარლამენტში, მაგრამ მიიღეს რაღაცა კვოტა, დაჯდნენ და იყვნენ იმ პარლამენტში. თუ არ უნდათ, მაშინ როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად მარგინალური ქმედებაა, რომელსაც ავითარებენ. ხალხიც დაიღალა ამათი ყურებით და აღარავინ არ აქცევს მათ ყურადღებას.

„რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, უკვე სახელმწიფოებრივ კრიზისამდე, ანუ სახიფათო ფაზაში გადავდივართ. იგივე ლევან ბერძენიშვილი, რომელიც 2007 წელს ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და ნიკა გვარამიამ წაუყენა ბრალი, დღეს ამბობს, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. საინტერესო ფერისცვალებაა, მაგარმ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეში ხედავთ პოლიტიკურ მოტივს, რომელაც ქვეყანა მიჰყავს პოლიტიკურ კრიზისამდე?

- იცით რა, სახელმწიფო არის კრიზისში, მაგრამ ეს არის ეკონომიური კრიზისი, რომელიც შეიძლება მართლა გადაიზარდოს პოლიტიკურ კრიზისში, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არ დაკავდება ამ თემით და დაკავებული იქნებიან მხოლოდ სააკაშვილთან პაექრობით. ამან შეიძლება მართლა გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი, თორემ, ამ ოპოზიციის აქეთ-იქეთ სიარული ვერანაირ პოლიტიკურ კრიზისს ვერ შექმნის. ვერ ვხედავ ამის შესაძლებლობას. ყველაზე დიდი გამოწვევა არის პანდემიის შედეგად გამოწვეული მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, ყველა სფეროს შეეხო პანდემია და ეს პრობლემა არის ბევრ ქვეყანაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი და ხელისუფლების გადადგომა. ეს სულ სხვა თემაა და არავითარ კავშირში მიხეილ სააკაშვილთან და მის სატელიტებთან არ არის.

„რესპუბლიკური პარტია“ და მსგავსი პარტია, ესენი პარტიები არ არიან, ესენი არიან სააკაშვილის სატელიტები. სხვათა შორის მრავლად არიან სატელიტები იგივე „ქართულ ოცნებაში“. ეს არის ჩვენი ხელისუფლების პრობლემური ნაწილი.

შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კრიზისი არ არის, მაგრამ ვთანხმდებით, რომ ვითარება რთულია. თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს ამ პროცესიდან ხელისუფლება ისე გამოსვლას, რომ რადიკალისტებისგან არ მივიღოთ რადიკალიზმი და უმართავი პროცესები?

- ვფიქრობ, რომ ესენი ცდილობენ დაელოდონ ეკონომიკურ პრობლემებს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს კრიზისს ხელისუფლებაში და ცდილობენ, რომ ამ ტალღაზე მოასხდნენ ხელისუფლებას. მთავარი, რასაც ამ ვითარებაში ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, ეს არის შეეცადოს შეუმსუბუქოს ადამიანებს ეკონომიკური ყოფა, კი არ გააძვიროს ცხოვრება, არამედ პირიქით, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ როგორმე ადამიანებმა ეს ზამთარი გადაიტანონ. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი გამოწვევა.

როგორ ფიქრობთ, რატომ ამბობს სასჯელაღსრულების სისტემა უარს იმაზე, რომ სააკაშვილი დაესწროს სასამართლო პროცესებს? ამის უფლება მას აქვს...

- არ ვიცი. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, სასამართლოში, წესით, უნდა მიიყვანონ. მაგრამ მისი ფსიქიური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ნორმალური. რაც ვნახეთ, როგორც იქცეოდა და როგორ ესაუბრებოდა საბადრაგო სამსახურს, ეს არ იყო ნორმალური. 2007 წლიდან ვამმბობდი, რომ ეს კაცი გადასაყვანია კლინიკაში, რათა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესებულიყო, მაგრამ არავინ არ დამიჯერა. ახლა ვიძახი, რომ ყველანი გადასაყვანია. სანამ არ დამძიმდება მათი ვითარება, დროულად ყველა უნდა გადაიყვანო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენთან ფსიქიატრული საავადმყოფო დახურეს.

როგორ ფიქრობთ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ამის მიზეზი არის კოაბიტაცია?

- სამწუხაროდ, ეს კოაბიტაცია არ იყო მხოლოდ გარედან მოთხოვნა, ეს იყო იმ უსიმპტომო ნაცების დამსახურებაც, რომლებიც მრავლად არიან „ქართულ ოცნებაში“ და ახლა კიდევ უფრო მომრავლდნენ. ის ხალხი, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თითქმის არ არიან „ოცნებაში“, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ადამიანს, რომელიც მთავრობაში არიან. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ სტერილურია ნორმალური ხალხისგან და მათი უდიდესი ნაწილი შეადგენს აი, ამ უსიმპტომო ნაციონალებს, რომლებისგანაც შედგება დღეს „ქართული ოცნება“. ერთმანეთს ასაზრდოებენ „მიშა მოვა“-ს ძახილით. „ნაციონალური მოძრაობის“ მთლად განადურება „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს. ეს არის ის სიტუაცია, რასაც ვხედავ. ეს ჩემი პირადული შეხედულებაა ამ ყველაფერზე, მე ასე ვფიქრობ.

Serapina ნამდვილად, ესენი არანაირ ოპოზიციას არ წარმოადგენენ! უბრალოდ, მაშინ ხათუნამ სამნიძის მაშინდელმა დირექტორმა დავით უსუფაშვილმა ასე დაარწმუნა საზოგადოება და ივანიშვილიც(რომელსაც პოლიტიკის არაფერი ესმოდა არც მაშინ,არც დღეს!).

რაც შეეხება ხათუნა სამნძეს, რომელმაც საზღვარგარეთ ასლან აბაშიძის ფულით ისწავლა-ისეირნა...
ძალიან სამარცხვინო იყო მისი გამოხტომა (ედუარდ სააკაშვილის აუდიო ჩანწერი). ამით,უფრო აღიზიანებენ ნორმალურ საზოგადოებას და იმის საპირისპირო შედეგებს მიიღებენ, რაც გეგმაში აქვთ...
არავის, ვისაც ახსოვს სააკაშვილმა როგორ მოუწყო გენოციდი ქართველ ხალხს,თავისსავე სამშობლოში , არ შესცოდებია ახალგაზრდა ედუარდ სააკაშვილი...იმიტომ რომ, მას ასაკის გამო, არ ახსოვს მამამისის ჩადენილი }"გმირობები". ჩვენ კი არ შეიძლება დაგვავიწყდეს! რამდენი წლისაა ედუარდი ახლა? ალბათ ზერეკიძის ასაკის, რომლის გადასარჩენად მამამ თავი გაწირა...სხვა გზა არ იყო...
რამდენი, ედუარდის თანატოლი დაობლდა, ან ოჯახური მდგომარეობის გამო დაიმსხვრა და ვეღარ გამთელდა,იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილს მასაჟი, სეირნობა და ფუფუნებაში ცხოვრება ჰქონოდა?
რამდენმა ოჯახმა გაყიდა საცხოვრებელი სახლი,რომ არასრულწლოვანი შვილის საპროცესო გადაეხადა...
რა პიჯაკები და ვიღაცისთვის ნაყიდი საცვლები ?! მარტო "სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონება" და საპროცესოების თანხები დაეთვალათ, კოჰაბიტაციის ნაცვლად...
ჰოდა, არავის არ სჯერა ახლა, არც ხათუნა სამნიძის ჰუმანურობის და არც, ედუარდ სააკაშვილის ცრემლების!
მსჯავრდებულია იმის მეოთხედ საქმეზე, რომელიც გააფუჭა და თავი დაანებოს ჯიუტი ბავშვივით ფეხების ბაკუნს!
2 წლის უკან