დანი ალვეშმა

დანი ალვეშმა "ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა

კატალონიის „ბარსელონაში“ ჩავის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველი ტრანსფერი ბრაზილიელი დანი ალვეშის დამატება იყო. 38 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვე უკლუბოდ გაატარა, დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოსა და არაერთი ესპანური გამოცემის ცნობით, ფეხბურთელი "ბლაუგრანას“ კლინიკაში მივიდა, სადაც ყველა საჭირო ტესტი ჩაიტარა და თან წარმატებით.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 17 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, დანი ალვეში „ბარსელონასთან“ ხელშეკრულებას პირდაპირ „კამპ ნოუს“ სტადიონზე გააფორმებს.

აქვე გეტყვით, რომ კატალონიურ გრანდს ფინანსური პრობლემები აქვს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა ჩავის მხოლოდ 10 მილიონი ევრო გამოუყოფს.