ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „ნიუ-იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 84:92 დამარცხდა.
„ინდიანა“ ბოლო პერიოდამდე კარგად თამაშობდა, მაგრამ თამაშის გარდამტეხი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩააგდო (10:23), რაც წაგების ფასად დაუჯდა.
გოგა ბითაძემ 16:29 წუთი მიიღო სათამაშოდ და ხსენებულ დროში ქართველმა კალათბურთელმა 5 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ 2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.
„ინდიანაში“ მალკომ ბროგდონი გამოირჩა 22 ქულით, 8 მოხსნით და 7 პასით, დომანტას საბონისმა კი 21 ქულა, 15 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. „ნიუ-იორკში“ იმანუელ ქუიკლი და კემბა უოკერი იყვნენ საუკეთესოები 16-16 ქულით.
„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 6 მოგებით და 9 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 ნოემბერს, სტუმრად „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდება.