იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე ლონდონის „ჩელსის“ ინტერესის სფეროშია. ინგლისური კლუბი 30 წლის შემტევის დამატებას თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებს.
ინსინიეს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბის ხელმძღვანელობასთან მის განახლებაზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ამიტომაც, „ჩელსი“ სიტუაციას აკვირდება და შესაძლოა ფეხბურთელს წინადადება გაუკეთესოს.
ლორენცო ინსინიემ მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მას მთელი კარიერა მშობლიურ კლუბში აქვს გატარებული, თუ არ ჩავთვლით 2011-2012 წლების სეზონს, როცა იჯარით „პესკარაში“ თამაშობდა.