მელიას თავმჯდომარეობისგან გადადგომა დროებით აეკრძალა,  მძევლად აყვანილი პარტიის თავმჯდომარე რადიკალურ ქმედებებზე მიდის

მელიას თავმჯდომარეობისგან გადადგომა დროებით აეკრძალა,  მძევლად აყვანილი პარტიის თავმჯდომარე რადიკალურ ქმედებებზე მიდის

მას შემდეგ რაც მცირერიცხოვანმა აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო, „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა. როგორც ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს თბილისის მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს გადაკეტავენ. სავარაუდოდ, ნიკა მელია ენმ-ის შიგნით არსებულმა რადიკალურმა ჯგუფებმა დაარმწუნეს, რომ სიტუააცია უნდა გაამწვავონ, რადგანაც სახვაგვარად ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ ახერხებენ.

ენმ-ის შიდა წაყაროებიდან 14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში დაგეგმილი აქციები გაუქმდა, რადგან მელიამ პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებდა. თუმცა მოულოდნელად მელია სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პარტია და მისი მხარდამჭერები რადიკალურ ქმედებებზე გადადიან.

ამის პარალელურად, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ბოლო 10 დღე გადამწყვეტი და კირტიკული იქნება. ჩნდება ლოგიკური ვარაუდი, რომ ოპოზიცია 23 ნოემბრისთვის, „ვარდების რევოლუციის“ დღეს სიტუაციის კიდევ უფრო რადიკალიზებას აპირებს. ისინი მინიშნებებს „ვარდების რევოლუცია 2“-ზე აკეთებენ და ფიქრობენ, რომ თუკი ხელისუფლებას მიაწვებიან და შეცდომას დააშვებინებენ, ხალხის ქუჩაში გამოყვანას და მიმხრობას შეძლებენ.

ნიკა მელია ამტკიცებს, რომ 15 ნოემბრის აქცია ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.

„15 ნოემბერს, დღის 2 სააათზე ვიკრიბებით მეტრო „ავლაბართან“, რის შემდეგ მსვლელობა გაიმართება და საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე გადაიკეტება. მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავე გახდება. არანაირი საფუძველი, რომ დღემდე მიხეილ სააკაშვილი არ არის გადაყვანილი სამოქალაქო საავადმყოფოში, რეჟიმს არ გააჩნია, გარდა ერთისა - გარდა არაადამიანური მოპყრობით მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი შურისძიებისა. ეს არის უმწვავესი საპროტესტო, არაძალადობრივი აქცია, რომელსაც დღეს გავმართავთ, მსგავსი ჯერ არ გაგვიმართია და ემსახურება გაფრთხილებას, რომ რეჟიმი გონს მოეგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო ფორმები გამწვავდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე საქართველოს პარლამენტის ცხრა ოპოზიციონერი წევრი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შიმშილობას მიმართავენ: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციოანლური მოძრაობა“ სიტუაციის კიდევ უფრო რადიკალიზებას ცდილობს, რადგანაც ხედავს, რომ სააკაშვილის ფაქტორმა თავის საქმე უკვე გააკეთა და მეტს ვერაფერს შეძლებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ნიკა მელია ყველაზე კარგად ხედავს, მსგავსი რადიკალიზმი არასწორია. ეს მოსახლეობას აშინებს და მათივე ამომრჩეველი გარეთ გამოსვლისგან თავს იკავებს. ამიტომ მელია ენმ-ის რადიკალური ფრთის მოთხოვნებს იგერიებდა, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, ის იძულებულია, ის გააკეთოს, რაც მათ სურს.

„მტკვრის სანაპიროების გადაკეტვა და ხალხისთვის პრობლემების შექმნა, პირიქით, აგრესიას ოპოზიციის მიმართ გადაიტანს. ისედაც ამხელა პრობლემაში მყოფ ჩვენს მოსახლეობას კიდევ დამატებით დისკომფორტის შემქნა არ უნდა. ამიტომაც არის, რომ ქუჩაში არ გამოდიან და ოპოზიციის მოთხოვნებსაც არ ეთანხმებიან. ძალიან დიდი სისულელეა გზის გადაკეტვა და ხალხისთვის გადაადგილებაში ხელის შეშლა. არ ვიცი, რა აქვთ მიზანი. თუკი ფიქრობენ, რომ ეს ბრაზი ხელისუფლების წინააღმდეგ გადაინაცვლებს, კი ბატონო, მაგრამ მას სხვა კონტექსტი ექნება. ხალხი გაბრაზდება იმაზე, თუკი ოპოზიცია გზის გადაკეტვას შეძლებს. ხელისუფლების უმოქმედობა გააღიზიანებთ და იტყვიან, რომ ოპოზიციას ამის უფლება არ უნდა მისცენ. სავარაუდოდ, ამით ხალხის ვითომ გამოფხიზლება უნდათ, მაგრამ ხალხს თუ არ უნდა, ვერაფერს აიძულებენ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე აზრით, მოსახლეობის დამუნათება და შეურაცხყოფა პოლიტიკოსების მხრიდან დამატებით აგრესიას იწვევს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია 23 ნოემბერს უმიზნებს და ფიქრობს, რომ „ვარდების რევოლუცია 2“-ს გაითამაშებენ, ცდებიან, რადგანაც ხალხს ეს არ უნდა. ჩვენს მოქალაქეებს რომ სდომოდათ, სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდანვე ქუჩაში გამოვიდოდნენ. ამიტომ ეს ტყუილი და ფუჭი იმედების მიცემა საკუთარი ამომრჩევლისთვის თავად ოპოზიციას აზიანებს. ისინი თამასას იმაზე მაღლა სწევენ, ვიდრე რელურად ამის თავი აქვთ.

„ალბათ, ყველას ახსოვს ნინო ბურჯანაძის კაბინეტთან პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები რომ შიმშილობდნენ. მერე მიიღეს რამე? ესენიც ისევ იგივე წრეზე მიდიან და იმას იმეორებენ, რამაც შედეგი წლების წინ არ გამოიღო. თუკი ხელისუფლება ამ ყველაფერს ყურადღებას არ მიაქცევს და ნებისყოფას გამოიჩენს, ოპოზიციის რადიკალიზმი ხალხს უფრო დააფრთხობს და ქუჩაში არავინ გამოვა. საბოლოოდ კი რყევები თავად „ნაციონალებში“ დაიწყება და ყველაფერი ისე წავა, მართლა 2030 წლამდე ამ ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხეხრდება. ეს ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, ვერანაირ „ვარდების რევოლუცია 2“-ს ვერ გაითამაშებს. ამ ყველაფერს ორი ფაქტორი სჭირდება - ხალხის და დასავლეთის მხარდაჭერა. მისმა ფაქტორმა 2003 წელს უკვე იმუშავა, მისი ვადა გასულია და მოსახლეობის დიდ ნაწილს ის არ უყვარს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია მოსახლეობას ფსიქიკურ ტერორსა და დაძაბულობაში ამყოფებს. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ ცირკისგან ხალხი უკვე გადაიღალა და ახლა მთელი აგრესია ოპოზიციას მოსახლეობაზე გადააქვს. მედიიდან მათ შეურაცხყოფას აღარ ჯერდებიან და ახლა დისკომფორტის შექმნა პირადად გადაწყვიტეს. მისი აზრით, ეს ყველაფერს უკურეაქციას გამოიწვევს და ამით ისევ ოპოზიცია დაზარალდება.

„მელია თბილისელებს მოუწოდებს, რომ მოდი, 2-დან 7- საათამდე ცუდად არ გახდეთ, რადგანაც ჩვენ გვინდა მტკვრის სანაპიროების ჩაკეტვა და ამას გაგებით მოეკიდეთო. ხალხი უნდა შეეგუოს იმას, რომ სააკაშვილის გამო, შესაძლოა, ქუჩაში, ავტომობილებში ყურყუტი მოუწიოთ. ეს არის განწირული პარტიის დე ფაქტო თავმჯდომარის მორიგი აბსურდი, რადგან ამით მოსახლეობისგან კიდევ დიდ აგრესიას მიიღებენ. იმის მაგივრად, რომ დეპუტატები საქმით დაკავდნენ და იფიქრონ იმაზე, ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას ცხოვრება როგორ შეუმსუბუქონ, სააკაშვილს თანაგრძნობას უცხადებენ და შიმშილს იწყებენ. ვინმეს თუ ახსოვს, რომ საქართველოს ისტორიაში, რომელიმე პოლიტიკოსი შიმშილით მომკვადარა? ეს არის ნერვების ომი, სადაც ხელისუფლება ყველაზე ძლიერად გამოიყურება. უბრალოდ, ამით ესენი იმდენს იზამენ, რომ ხალხი ხელისუფლებას აქეთ თხოვნას დაუწყებს, მათი თავგასულობა ალაგმოს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, როგორც ჩანს ნიკა მელია კარგად ათვიცნობიერებს, რომ რადიკალიზმი ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს და ეს ოპოზიციურ ამომრჩეველსაც კი აშინებს. ამიტომაც მას დიდად აქციების მოწყობა არ მოსწონს. ხედავს, რომ 20 და 30 ლარად რეგიონებიდან ხალხიც აღარ ჩამოდის. მას პარტიაში ძალიან ცუდი თვალით უყურებენ და მეტ რადიკალიზმს სთხოვენ. სწორედ შიდა დაპირისპირებაში რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა და მელიამ თბილისში გზების გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ეს რადიკალიზმი გახდება მიზეზი, რომელიც „ნაციონალებს“ კისერს წაატეხინებს.

 

mamago მაჭუტაძით მაინც სულ სხვაა!
2 წლის უკან
legitimate We Offer all types of Finance loans for immediate respond application and many more 2% interest rate.(Whats App) number +919394133968 patialalegitimate515@gmail.com
Mr Sorina
REPLY
2 წლის უკან