36 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა რაულ ალბიოლმა "ვილიარეალთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ალბიოლი ესპანეთში "ნაპოლიში" ექვსწლიანი ასპარეზობის შემდეგ დაბრუნდა. "ვილიარეალმა" რაულის სანაცვლოდ იტალიელებს ოთხი მილიონი ევრო გადაუხადა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა 13 მატჩი ჩაატარა, ხოლო გასულ სეზონში ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა.