„ბარსელონას“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ის კარიერის გაგრძელებას ვერ შეძლებს.
„კუნმა“ ეს ცნობა არ დაადასტურა და თქვა, რომ მკურნალობას აგრძელებს და სამ თვეში მოედანზე დაბრუნების იმედიც აქვს.
„გავრცელებული ჭორების საპასუხოდ მინდა გაცნობოთ, რომ კლუბის ექიმების მითითებებს მივყვები, ანალიზებს ვიკეთებ და ვმკურნალობ. ვიმედოვნებ, რომ 90 დღეში მოედანზე ვიქნები. ყოველთვის პოზიტივია საჭირო“, - დაწერა აგუერომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, სერხიო აგუეროს გულის არითმია დაუდგინეს და მინიმუმ სამი თვე ვერ ითამაშებს.