თორნიკე შენგელიას 4 ქულა და ცსკა-ს დრამტული გამარჯვება ევროლიგაში

თორნიკე შენგელიას 4 ქულა და ცსკა-ს დრამტული გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის მეცხრე ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 74:73 დაამარცხა. მთელი თამაში დაძაბული იყო და გამარჯვებულის ვინაობაც ბოლო წამებზე გაირკვა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 18:41 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 1 გამოდგა.

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 5 მოგებითა და 4 წაგებით მერვე ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი 17 ნოემბერს, სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდება.