კატალონიის „ბარსელონა“ უსმან დემბელესთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს, მაგრამ არ სურს დიდი ხელფასის გადახდა, თუ ფეხბურთელი არ ითამაშებს.
Sport-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელები ცდილობენ მოამზადონ წინადადება, რომელიც ორივე მხარეს მოერგება.
წყაროს თანახმად, „ბარსელონას“ დემბელესთვის ხელფასის გადახდა ჩატარებული მატჩების რაოდენობით სურს. ფრანგ ფეხბურთელთა ხელშეკრულების განახლება პრიორიტეტი რომ არის, კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ პირველივე პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
შეგახსენებთ, უსმან დემბელეს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, მიმდინარე სეზონში კი ფრანგმა შემტევმა ერთადერთხელ ითამაშა.