სტივენ ჯერარდი პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა

სტივენ ჯერარდი პრემიერლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა

ბირმინგემის „ასტონ ვილა“ დინ სმიტის გათავისუფლების შემდეგ ახალი მწვრთნელის ძიებაშია და ბრიტანული მედიის ცნობით, დიდი შანსია, რომ „ვილა პარკელები“ სტივენ ჯერარდმა ჩაიბაროს.

Telegraph-ის ცნობით, „ლივერპულის“ ყოფილი ნახევარმცველი და ამჟამად „რეინჯერსის“ მთავარი მწვრთნელი ინგლისში დაბრუნებით დაინტერესებულია. სხვა ბრიტანული წყაროები იმასაც წერენ, რომ ჯერარდი „ასტონ ვილას“ უკვე შეუთანხმდა და „რეინჯერსი“ მას კომპენსაციის სანაცვლოდ შეელევა.

ბირმინგემულმა გუნდმა მიმდინარე სეზონი წარუმატებლად დაიწყო და 11 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-16 ადგილზეა. რაც შეეხება სტივენ ჯერარდის კარიერას, ის „რეინჯერსში“ დაიწყო, რომელიც 2018 წელს ჩაიბარა და გასულ სეზონში გლაზგოურ გუნდს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა, თვითონ კი შოტლანდიაში სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.