ანდრეი შევჩენკო „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელი გახდა. შესაბამისი განცხადება იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა გააკეთა.
კონტრაქტი უკრაინელ სპეციალისტთან 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
2016-2021 წლებში ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრებს ხელმძღვანელობდა.
დღეისთვის „ჯენოა“ სერია A-ს ცხრილში მე-16 ადგილზეა. მას 12 მატჩში 9 ქულა აქვს.