ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 97 წლის უკრაინელ ჩოგბურთელთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ლეონიდ სტანისლავსკი ჩოგბურთს უკვე 67 წელია თამაშობს, წელს კი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოს უხუცესი ჩოგბურთელი. ნადალთან მატჩზე ის დიდი ხანია ოცნებობდა, სპორტსმენმა კი უარი ვერ უთხრა. მატჩი მალიორკაზე, ნადალის ჩოგბურთის აკადემიაში ჩატარდა.