თავდაცვის სამინისტროში გამოცხადებულ საჯარო კონკურსზე მაღალი აქტივობაა

თავდაცვის სამინისტროში გამოცხადებულ საჯარო კონკურსზე მაღალი აქტივობაა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო ოფისის 11 ვაკანტურ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 20 მარტს საჯარო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, რომელიც საკვალიფიკაციო მოთხოვნათა მიმართებაში აპლიკანტთა რეზიუმეების გადარჩევას გულისხმობდა.

კონკურსის პირველი ეტაპი საკმაოდ მაღალი აქტივობით წარიმართა. 11 ვაკანტურ ადგილზე 2406 განაცხადი შემოვიდა. მათგან 298 აპლიკანტი შეირჩა, რომელიც საჯარო კონკურსის მეორე ეტაპს - ტესტირებას გაივლის.

ტესტირებას ს.ს.ი.პ. „გამოცდების ეროვნული ცენტრი“ ჩაატარებს და შედეგებს ვებ-გვერდზე (www.naec.ge) გამოაქვეყნებს. კონკურსის შემდეგ ეტაპზე თითოეულ პოზიციაზე 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატები გადავლენ, რომლებიც ტესტის 60%-ს გადალახავენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია, საუკეთესო 10 კანდიდატს შორის გამარჯვებულის ვერ გამოვლენის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე, ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, მომდევნო 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატი დაუშვას, რომელიც ტესტის 50%-ს გადალახავს.

კონკურსის მესამე ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისია აპლიკანტთან გასაუბრებას ჩაატარებს.