ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციის უმთავრესი მიზანი დესტრუქცია და, ამ გზით, კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებაა.
„ოპოზიცია, რომელმაც არჩევნები წააგო, ჩამოშლილია, სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, ყველანაირი იმედი დაკარგა - მათ ყველანაირი საფუძველი გამოეცალათ და მთლიანად დესტრუქციაზე, პროვოკაციულ ქმედებებზე გადავიდნენ. მათი ერთადერთი დღის წესრიგია, რომ ნებისმიერი ფორმით, ხელისუფლება დაიბრუნონ“, - აცხადებს გივი მიქანაძე.