ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილს ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ აქვს სხეულზე დაზიანებები, ვიზუალურად არ ეტყობა

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილს ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ აქვს სხეულზე დაზიანებები, ვიზუალურად არ ეტყობა

ნინო ლომჯარიამ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილს ვიზუალურად დაზიანებები არ აღენიშნება. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს მასთან საუბარში არ დაუდასტურებია, რომ რამე სახის დაზიანება აქვს.

„რაც ის შემოიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე, მან თქვა, რომ არ სურდა გადმოსვლა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანიდან. მისი თქმით, ის ძალის გამოყენებით შეიყვანეს მე-18 დაწესებულებაში. უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა მის დაზიანებებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ აქვს და ეტყობა სხეულზე დაზიანებები, თუმცა კიდევ ერთხელ, ექიმს ის არ გაუსინჯავს და რაც შემეძლო, რომ დამენახა, ვიზუალურად არ ეტყობა დაზიანებები. დაზიანებებზე არ საუბრობს და არც ვიზუალურად ეტყობა, კიდევ ერთხელ, ალბათ ჯობია, რომ ექიმმა დაათვალიეროს და ამის შესახებ ოქმი შედგეს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.