გიული ალასანია: ჩემი შვილი ციხეში აღარ არის, სადღაც გააქრეს

გიული ალასანია: ჩემი შვილი ციხეში აღარ არის, სადღაც გააქრეს

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, პატიმარი რუსთავის ციხეში აღარ არის.

მას ციხეში შვილთან შეხვედრაზე უარი განუცხადეს.

„თვითონაც არ აქვთ პასუხი. ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს მხოლოდ ვარაუდი. თვითონ დავინახე, როგორ გადაგვიფრინა ვერტმფრენმა, როგორ გაიარა ბრონირებულმა მანქანამ და ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ აღარ არის, ამ ციხეში“, - აღნიშნა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

Katana აუჰ!.. ოსურ სპეცრაზმს ხომ არ გადასცეს, როგორც ნიკა გვარამია ვარაუდობდა, ან პუტინს ხომ არ მიჰყიდეს, ნეტავი?
3 წლის უკან