თამარ გაბუნიამ განმარტა, ვისი პასუხისმგებლობა იქნება იმ ადამიანის კოვიდსტატუსის შემოწმება, რომელიც მწვანე საშვის ნუსხაში მოხვედრილ ობიექტებს გამოიყენებს

თამარ გაბუნიამ განმარტა, ვისი პასუხისმგებლობა იქნება იმ ადამიანის კოვიდსტატუსის შემოწმება, რომელიც მწვანე საშვის ნუსხაში მოხვედრილ ობიექტებს გამოიყენებს

მწვანე საშვი არის ელექტრონული აპლიკაცია, რომელიც ძალიან მარტივი მოსახმარია, რომელიც იძლევა პირის ეპიდუსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას, ეს შეიძლება იყოს ქაღალდზე და ასევე ელექტრონული ფორმით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მან ასევე განმარტა, ვისი პასუხისმგებლობა იქნება იმ ადამიანის კოვიდსტატუსის შემოწმება, რომელიც მწვანე საშვის ნუსხაში მოხვედრილ ობიექტებს გამოიყენებს.

„ამის კონტროლი არის ისევ და ისევ იმ ბიზნეს ოპერატორის პასუხისმგებლობა, ვინც ეწევა ამ საქმიანობას. მათ უნდა დაუშვან მომხმარებელი მხოლოდ ეპიდუსაფრთხოების დადასტურებული სტატუსით. თავის მხრივ, შრომის ინსპექცია, ბუნებრივია, გააკონტროლებს ამ პროცესს, თუ რამდენად ობიექტურად შეფასდება ესა თუ ის პირი. ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული, ბუნებრივია პროცესი არის საკმაოდ რთული, მოითხოვს ძალისხმევას როგორც შრომის ინსპექციის, ასევე ბიზნეს ოპერატორების მხრიდან, მაგრამ იმდენად აუცილებელია ამის ამოქმედება, რომ ვფიქრობთ, ყველა მხარე მოინდომებს, რომ პროცესი წავიდეს ისე, როგორც საჭიროა და ჩვენ რეალურად შედეგი მივიღოთ და ამან არ მიიღოს ფორმალური მხარე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება.