საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წალენჯიხის არჩეულ მერს, გიორგი ხარჩილავას წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.
„მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს. ერთადერში ოპოზიციური კანდიდატია, რომელმაც არჩევნებში დამსახურებულად გაიმარჯვა. ცენტრალური მთავრობა მზად ვიქნებით, რომ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ. რა თქმა უნდა, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, იმდენივეს გავაკეთებ წალენჯიხისთვის და მისი მოსახლეობისთვის, რამდენსაც - სხვა, დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის. სარჩევნო კამპანიის დროს, ჩემმა ნათვამმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. მინდა, დავაზუსტო; რა თქმა უნდა, ჩვენ, მთელი მთავრობა, სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.