ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, საპროტესტო აქციების ჩატარებას ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ცუდი არჩევანია..
ამ მძიმე პანდემიის ჟამს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობამ, ვაქცინაციას და რეგულაციებს ხალხმრავალი მიტინგები არჩია.. შედეგიც სამწუხაროდ არ დააყოვნებს! ვირუსმა დანდობა, შებრალება არ იცის. სხვათა შორის, არც იმას არჩევს, ვისი მიტინგია უფრო სამართლიანი! რა ქნას, ერთი დნმ-ის სპირალია სულ, როგორ გაარკვიოს?! ვისაც უფალმა რუხი ნივთიერებით სავსე ნახევარსფეროები მისცა – ისინიც ვერ გარკვეულან და ვირუსს როგორ გინდა მოსთხოვო მტყუან-მართლის გარჩევა..
ნუთუ ადრეც, საუკუნეების განმავლობაშიც ასეთი გულარხეინები ვიყავით? ნუთუ არ გვქონდა არასდროს განსაცდელის შეგრძნება და ვერ ვალაგებდით პრიორიტეტებს?!!… როგორ მოვაღწიეთ აქამდე??“.