ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"სადაც "ჯორჯ ვაშინგტონად", "ცოტნე დადიანად", "ზვიად გამსახურდიად" გამოაცხადა თავი, ამ ორ ისტორიულ პარალელსაც მაპატიებენ ალბათ.
ვეძებე ინტერნეტში და ვერ ვიპოვე ინფორმაცია,1945 წელს ნიურნბერგის პროცესის შემდეგ აღშფოთებული გერმანელების საპროტესტო აქციების შესახებ, გიტლერის რეაბილიტაცია/ჰეროიზაციის ან იქაური "ნაცების" პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისა და ხელისუფლებაში დაბრუნების მოთხოვნით.
სტალინის "კულტის" თემის შემოგდებას კი მოჰყვა ერთი მასობრივი საპროტესტო მიტინგი თბილისში 1956 წლის 9 მარტს - რომელიც სისხლიანი დარბევით დასრულდა, და ერთი არშემდგარი - მოსკოვში, 1961 წლის ნოემბრის დასაწყისში, როდესაც რამოდენიმე საათში, ღამით, მავზოლეუმის უკან ამოთხარეს საფლავი და გვერდითი გასასვლელიდან გამოიტანეს ბელადის ნეშტი და დაასაფლავეს.
КГБ-მ ჩანასახშივე აღკვეთა მაშინ წითელ მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქციის გამართვა, სადაც "აქციონერთა" უმრავლესობა საქართველოდან უნდა ჩასულიყო. მაგრამ, ეს არა იმდენად პოლიტიკურ, არამედ ეთნიკურ ნიადაგზე ჩამოყალიბებული პროტესტები იყო.
ვუსმენდი გუშინ ნიკანორ მელიას განცხადებას და თავი 2012 წლის სექტემბრის მიტინგზე მეგონა: "ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავალი თაობების შანსისთვის...რომ სხვადასხვა შეხედულებების, გემოვნების ადამიანებს გვქონდეს საშუალება თანამშრომლობის, მეგობრობის, შიშის გარეშე ცხოვრების...რომ ბოლოს და ბოლოს 30 წლის თავზე აღარ გვისმენდნენ, აღარ გვატერორებდნენ, ხმის მიცემას აღარ გვაიძულებდნენ..." - შევცდი, კალენდარზე 2021 წლის ნოემბერი იყო.
მერე გავეცანი უკვე არა მხოლოდ გაუგონარ, გამრუდებულ სიცრუეს - არამედ ამ ხელისუფლებისადმი პირდაპირ მუქარას ისეთ თემასთან მიმართებაში, რომლის წამოწევაც პოსტფაშისტურ გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკების თემის წამოწევის ტოლფასია.
გიორგი მშვენიერაძემ - სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ციხის თემას შეეხო. მაგრამ არა იმ კონტექსტში, რომ მაშინ წამება და გვამების გამოტანა იქ ყოველდღიურ ჩვეულებას წარმოადგენდა - არამედ დღევანდელი ციხის "ჯოჯოხეთთან" დაკავშირებით გვესაუბრება, სადაც სააკაშვილს სტერილურ კაბინეტებში ძვირადღირებული ფაფების მიღებით "აწამებენ".
არა მეგობრებო...მხოლოდ "ეფტანაზია" - ეს პოლიტიკური "პარტია" განკურნებას არ ექვემდებარება"...