ვახტანგ შევარდნაძე: , დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ

ვახტანგ შევარდნაძე: , დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ

იურისტი ვახტანგ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ერთი უცნაური ეჭვი არ მასვენებს ელენე ხოშტარიას შიმშილობის შემყურე (და რომ იგი ნამდვილად შიმშილობს ალბათ ეჭვი არავის ეპარება).

ხომ არ არის ეს მიხეილ სააკაშვილის სულ მცირე, თეატრალური და მრავალი კითხვის გამჩენი შიმშილობის ფონზე ამ ორი ადამიანის შიმშილობის საჯარო და მონუმენტური შედარებისთვის გაკეთებული? ანუ პირველს შიმშილობის მეხუთე დღეს უკვე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება დასჭირდა და მეორე კი 38 დღეა შიმშილობს და მისი სასიცოცხლო სამედიცინო მონაცემებიც კი არ არის კარდინალურად შეცვლილი?

რასთან გვაქვს საქმე რეალურად? ყოფილი და უცნაურად მოშიმშილე პრეზიდენტის მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერასთან თუ ხოშტარიას ნამდვილი შიმშილობის ფონზე ნაცმოძრაობის ბელადის სრულ დისკრედიტაციასთან. 

არ ვიცი, არ ვიცი….

დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ".