შვიდი კაცი წაიყვანეს დმანისიდან ადგილობრივმა ნაცებმა რუსთავის ციხესთან აქციაზე. 20-30 ლარს ურიგებდნენო - დაადასტურეს გარდაცვლილის ნათესავებმა - ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რუსთავის ციხესთან გუშინ გამართული აქციის მონაწილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.
მისი თქმით, აქციის ორგანიზატორებს არც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მოუთხოვიათ მიტინგის მიმდინარეობისას.
„კი ბატონო... შეცდა, ნერვიულობდა, გულის პრობლემები ჰქონდა. შვიდი კაცი წაიყვანეს დმანისიდან ადგილობრივმა ნაცებმა რუსთავის ციხესთან აქციაზე. 20-30 ლარს ურიგებდნენო - დაადასტურეს გარდაცვლილის ნათესავებმა. არც არასდროს მიუღიაო ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა. ნერვიულობამ გულის გაჩერება გამოიწვია - ბელადს შესწირეს ზვარაკი. აქციის ორგანიზატორებს არც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მოუთხოვიათ მიტინგის მიმდინარეობისას. მასე ხომ გადაარჩენდნენ და მსხვერპლშეწირვის აქტი ვერ შედგებოდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. დე-ფაქტო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს მავნებლებმა“ - წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქის გვერდზე.