„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე, აჯანყების საჭროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დროა ეროვნული ძალითა და ენერგიით უკუღმართობა შეაჩერონ.
„ჩემო მეგობრებო და არამეგობრებო, მოყვრებო და მოძულენო, ძმებო, დებო, მამებო და დედებო, რა აზრისაც არ უნდა იყოთ ჩემზე და რამდენად მურტალიც არ უნდა იყოს ამის გაცნობიერება, იცოდეთ, რომ სულ მარტონი ვართ. იცოდეთ, რომ არავინ მოვა არც ჩვენ და არც ჩვენი გმირების საშველად. იცოდეთ, რომ ყველას ვკიდივართ, იმიტომ რომ ახლა ჩვენი დაკიდებაა ყველასათვის ყველაზე სარფიანი. და თუ თავად არ ვუშველით თავს, ასე იქნება სამარადჟამოდ. მინიმუმ მანამდე, სანამ ჩვენ და ჩვენი შვილები არ დავიხოცებით.
ან ჩვენ აღვდგებით, ავჯანყდებით და მთელი ჩვენი დარჩენილი ეროვნული ძალითა და ენერგიით შევაჩერებთ ამ უკუღმართობას, ან გააგრძელებს ჩვენი ბედის ბორბალი ასე უკუღმა ტრიალს... მანამ, სანამ ბოლომდე არ დაგვახრჩობს, ბოლომდე არ ჩაგვჩეხავს, ბოლომდე არ გაგვგუდავს.
თუმცა არ ვიცი, შეიძლება უკვე ვართ ბოლომდე ჩაჩეხილები და ბოლომდე გაგუდულები. შეიძლება ეს უკვე დასასრულია“, - წერს გიორგი არველაძე Facebook-ზე.
ნაცმოძრაობას თუ გულისხმობ - კი, ამას ჰგავს!
მაგრამ ფაქტია, რომ ხალხს მაგრად ჰკიდიხართ!.. შესაბამისად, თქვენი აჯანყებით იურიდიულადაც გააფორმებთ თქვენს დასასრულს.