გიორგი არველაძე: ელჩები და დიპლომატები ქრთამს იღებენ ბიძინასგან, ძირითადად ბიტკოინებით

გიორგი არველაძე: ელჩები და დიპლომატები ქრთამს იღებენ ბიძინასგან, ძირითადად ბიტკოინებით

მე მხოლოდ ერთი დასკვნა მაქვს და უკვე ვერავინ ვერ შემაცვლევინებს ამ აზრს. დასავლეთის ელჩები და დიპლომატები თანაბრად კორუმპირებულები არიან და ბიძინასგან იღებენ მაყუთს - ძირითადად ბიტკოინებით, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძე Facebook-ზე წერს.

„ამის საშუალებას მათ აძლევს საქართველოს დეაქტუალიზაცია საერთაშორისო არენაზე - ბიძინას მთავარი პირობა და მიზანი (ერთადერთი, რაც ზედმიწევნით კარგად შეასრულა). ვის აინტერესებს რაღაც „პატარა სოფელი“ საქართველო... მისი ხსენება არ არის არსად, რუსეთის გავლენის სფეროა, აქტუალობით და საერთაშორისო ყურადღებით თურქმენეთის დონეზეა. შავი ხვრელია. ზის ამ შავ ხვრელში ვიღაც მდიდარი ტიპი, რომელიც არიგებს და არიგებს ბიტკოინებს სიჩუმისა და იგნორირებისათვის. აღარც რუსეთთან ჭიდაობაა საჭირო, აღარც ნატოს კარს ამტვრევს არავინ, საერთოდ არანაირი ყურადღება ამ ხვრელის მიმართ აღარ არსებობს. მიდი, ქაფე ჩუმად ბიტკოინები, ვერავინ გაიგებს, არავინ მოიკითხავს.

აი, ეს არის დღეს საქართველოს ადგილი. დასავლელი დიპლომატები ბედნიერები არიან. მათ ისტორიამ მოულოდნელად სამმაგი საჩუქარი უძღვნა და როგორ არ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა: ერთი მხრივ, არსებობს ახალი ჯადოსნური ვალუტა, რომელიც არსად არ აღირიცხება და კორუფციული გარიგების „გაბაზრების“ საფრთხეს გამორიცხავს. მეორე მხრივ, არის ვიღაც დაჩრდილულ ფუღუროში მჯდომი კაცი, რომელიც თავის ფუღუროდან არ გამოდის, სამაგიეროდ, ამ ვალუტას გულუხვად არიგებს, და მესამე მხრივ, არის ქვეყანა, რომელიც არავის აინტერესებს, რომელზეც არცერთი სტატია აღარ იწერება, რომელიც აგდია სადღაც, საერთაშორისო ურთიერთობათა ფსკერის ბნელ ღრმულში, სადაც სინათლის არცერთი სხივი აღარ ატანს. ქვეყანა, სადაც სიჩუმე ფულია, თვალის დახუჭვა სიმდიდრე, გვერდზე გახედვა - ფუფუნება“, - წერს გიორგი არველაძე.

9gramm ეს ხე სად იპოვეს, ბავშვობაში ხომ "პატარა ხე" იყო , გაიზარდა და მიშას გვერდით გადაიქცა პანჩურამოსარტყამ "ხედ",ახლა ხომ (ამ სიბერეში) გამხმარი (6:30pm) ხედ ჩამოყალიბდა...
3 წლის უკან
Ninja ყველა თავისი ზნეობით თუ უზნეობით ზომავს სხვასაც. თვითონ რომ ელიტარულ კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები, სხვებიც ასეთები ჰგონიათ.
რაო, არველაძევ, ისევ პატარკაციშვილისთვის წართმეული "იმედის" დირექტორობა მოგინდა?
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ.
3 წლის უკან
Katana . არადა, სულ ვაფრთხილებდი მაგათ, ბიტკოინებში მაინც ნუ იღეთ ქრთამებს, - არველაძე გიყურებთ, უხერხულია-მეთქი! :)
3 წლის უკან