ირაკლი ბათიაშვილი: „ნაცმოძრაობა“ გამხეცებული ცდილობს მოვიდეს ხელისუფლებაში და დაიბრუნოს ძალაუფლება

ირაკლი ბათიაშვილი: „ნაცმოძრაობა“ გამხეცებული ცდილობს მოვიდეს ხელისუფლებაში და დაიბრუნოს ძალაუფლება

„ნაცმოძრაობას“ არ აქვს განცდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას დანაშაული ჩაიდინა, - ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„იმას კი არ ამბობენ, რომ აი ჩვენ თუ მოვედით ხელისუფლებაში, იმ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. მე რამდენადაც ვხედავ და ვაანალიზებ, მათ აქვთ განცდა, რომ ალბათ უფრო მეტი უნდა დაგვეჭირა და უფრო მეტი დაგვერბიაო“, - აღნიშნა ბათიაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანა 10 წელია ერთი და იგივე რეჟიმშია. „10 წელია ვტრიალებთ მოჯადოებულ წრეში და თავს მოხვეული გვაქვს ერთი და იგივე დღის წესრიგი, რომ ეს ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო გამხეცებული ცდილობს მოვიდეს ხელისუფლებაში და დაიბრუნოს ძალაუფლება“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.