2012 წლის შემდეგ მერვე არჩევნები ჩატარდა. ჩვენი ოპონენტები ბევრს ლაპარაკობენ გაყალბებაზე და ერთ ფაქტს ვერ დებენ ვერასდროს. „ნაციონალურ მოძრაობას“ მერვეჯერ უთხრა ქართველმა ხალხმა, რომ არ მოუშვებს ხელისუფლებაში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ნაცმოძრაობა“ იღებს საკმაო ხმებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში მათ ელექტორატი აძლევს ხმას. თუმცა ამომრჩეველმა მაინც უთხრა, რომ ვერ მობრუნდებიან ხელისუფლებაში. მათ ეს კარგად იციან და ამიტომ მუდმივად ლაპარაკობენ რევოლუციაზე. ამიტომაც შემოიპარა სააკაშვილი მაწვნებთან და არაჟნებთან ერთად და ფიქრობდა, რომ აქ მისი ჩამოსვლა ფურორს მოახდენდა და ხალხი გამოვარდებოდა ქუჩაში და 2003 წელს გაიმეორებდა. მე მგონი ნელ-ნელა შეეჩვივნენ, რომ მსგავსი არაფერი მოხდება და მას მოუწევს დიდი ხნით ციხეში ყოფნა“, - აღნიშნა სუბარმა.