თენგიზ ცერცვაძე: შექმნილია ორი მედიკამენტი, რომელიც ვაქცინაციასთან ერთად პანდემიის მართვაში რევოლუციას მოახდენს

თენგიზ ცერცვაძე: შექმნილია ორი მედიკამენტი, რომელიც ვაქცინაციასთან ერთად პანდემიის მართვაში რევოლუციას მოახდენს

COVID19-ის სამკურნალოდ მსოფლიო ელოდება ორ უახლეს მედიკამენტს, რომელიც გამოიყენება ტაბლეტების სახით, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ცერცვაძის ინფორმაციით, არის ვარაუდი, რომ ამ მედიკამენტების კლინიკური გამოცდა თითქმის დასრულდა. „ეს მედიკამენტები, ისევ დროულად დანიშვნის შემთხვევაში, როგორც კი პაციენტს დაუსვამენ დიაგნოზს, თუ მაშინვე დაიწყებს ამ ტაბლეტების მიღებას, ის ვისაც აქვს დამძიმების რისკები, ან ასაკობრივი, ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სახით, ვინც ამ მედიკამენტს მიიღებს 50%-დან 90%-მდე მცირდება მათი დამძიმების, ჰოსპიტალიზაციისა და შესაბამისად სიკვდილობის რისკი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, ეს ორი მედიკამენტი პრაქტიკულად რევოლუციას მოახდენს პანდემიის მართვაში.