ისტორიკოსი ნინო თომაძე სოციალურ ქსელში წერს:
„აგიხსნით, რატომ დავუჭირე მხარი "ქართულ ოცნებას".
რომ ვთქვა "ქართული ოცნება " მომწონს-მეთქი სულელი ვიქნები და სულელი არ ვარ.
უამრავი !!!!რამ არ მომწონს, დაწყებული კადრებით,დამთავრებული ეკონომიკით, ქვეყნის მართვის უუნარობით და ა.შ.
მისი მხარდამჭერი, დამკვრელი აქტივისტი ვიყავი 2012 წლიდან და პარტიისგან არ მიმიღია, არც ფული, არც ბონუსი, არც სამსახური!!!!!!!!მითუფრო, რომ ტოპ-ქოცებს პირადად ვიცნობ.
მაგრამ, მე ცხრა წელია ქუჩაში არ მკლავენ!
სამსახურიდან არ მაგდებენ!
პოლიტიკის გამო არავის ხსნიან და ავიწროებენ!
ქუჩაში არ მხვრეტენ!
საჯაროობა და დემოკრატია ისეთია აქამდე არც გამიგია!
არავის უსმენენ!
არავის ემუქრებიან!
პატიმრებს არ აწამებენ!
ბიზნესებს არ ატერორებენ!
ოცნების არც ერთი ლიდერი არ არის მკვლელი,გიჟი და მანიაკი.
ევროპაში თავისუფლად დავდივარ.
70% საჯარო ფაკულტეტებისა არის უფასო.
კრიმინალმა მოიმატა, მაგრამ სახელმწიფო არ მკლავს, პოლიცია უმიზეზოდ არ მიჭერს.
მორჩა ტერორი და დამყარდა მშვიდობა!
ოცნებას არ წაუგია ომი რუსეთთან.
ოცნება ლამის ერთადერთი პარტიაა, რომელიც იცავს ჩვენი- მართლმადიდებლების ინტერესებს და ოფიციალურად ემიჯნება ლგბტ პროპაგანდას, თუმცა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რითიც დაცულია ყველა ადამიანის უფლება.
შესაძლოა საჯარო სამსახურებში არის ნეპოტიზმიც, მაგრამ მე პირადად ამიყვანეს საჯარო სამსახურში ამას წინათ ყოველგვარი პატრონის გარეშე ოფიციალური კონკურსის წესით.
ასე რომ დეფინიცია აშკარაა“.