გიორგი გამსახურდია: ყველანაირი „ფეიკი“ გამიგია თქვენგან, „ნაცებო“, მაგრამ „ფეიკშიმშილობა“ არის სხვა დონე

გიორგი გამსახურდია: ყველანაირი „ფეიკი“ გამიგია თქვენგან, „ნაცებო“, მაგრამ „ფეიკშიმშილობა“ არის სხვა დონე

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი გიორგი გამსახურდია ექსპრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ ნიდერლანდებში გაკეთებული კუჭის ოპერაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ცოტნე რომ შიმშილობდა და მართლა შიმშილობდა, პროკურატურის და სად-ის პასუხი იყო, რომ გაუარესების შემთხვევაში გადასხმას გავუკეთებთო. უფრო მეტიც, რასაც იმსახურებს, იმას ამით ვერ შეცვლისო. ყველანაირი „ფეიკი“ გამიგია თქვენგან, „ნაცებო“, მაგრამ „ფეიკშიმშილობა“ არის სხვა დონე. ეს ჩემგან თქვენს ბელადს“, - წერს გიორგი გამსახურდია.