ანდრეი შევჩენკო იტალიაში ბრუნდება და სერია A-ს გუნდს ჩაიბარებს

ანდრეი შევჩენკო იტალიაში ბრუნდება და სერია A-ს გუნდს ჩაიბარებს

ანდრეი შევჩენკო იტალიაში ბრუნდება და „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელი გახდება. Sky Sport-ის ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია და უკრაინელი სპეციალისტი გენუურ გუნდს მომავალ კვირაში ჩაიბარებს.

„ჯენოამ“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო, 12 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია და კლუბის ხელმძღვანელობა დავიდე ბალარდინის გათავისუფლება გადაწყვიტა. თავიდან სახელდებოდა ანდრეა პირლოს ვარიანტი, მაგრამ ლიგურიელებმა არჩევანი უკრაინელზე გააკეთეს.

„ჯენოასთან“ შევა კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე, ერთი წლით განახლების შესაძლებლობით გააფორმებს, მისი ხელფასი კი სეზონში 2 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი იქნება.

შევჩენკო ბოლოს უკრაინის ნაკრებს წვრთნიდა, საიდანაც ევრო 2020-ის შემდეგ წავიდა და მას მერე უმუშევარია. შეგახსენებთ, რომ ანდრეის საფეხბურთო კარიერის საუკეთესო პერიოდი სერია A-ში აქვს გატარებული, როცა „მილანის“ ღირსებას იცავდა.