„ისევ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასა და მკურნალობასთან დაკავშირებული ისტერიის თაობაზე.
მართალი გითხრათ, ჩემთვის ბოლომდე გარკვეული არაა, რა მოთხოვნით შიმშილობს ყოფილი პრეზიდენტი და, საერთოდ, იცავს თუ არა ყველა იმ წესს, რასაც ამ ტიპის საპროტესტო აქცია გულისხმობს. არაა გარკვეული იმიტომ, რომ არ ვფლობ სათანადო ინფორმაციას. არ ვფლობ არა იმის გამო, რომ არ დავინტერესდი ან ვერ მოვიძიე, რეალურად, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს, ან იმდენად წინააღმდეგობრივია, სიცხადის ნაცვლად, კიდევ მეტი გაურკვევლობა შეაქვს საზოგადოებაში. ერთი მხრივ, ყველანაირი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, თვითონ მოშიმშილე არაა დაინტერესებული მისი ჯანმრთელობის თაობაზე პერსონალური ინფორმაციის გახმაურებით, მეორე მხრივ - ხელისუფლება ვერ ან არ აკეთებს ამას, რადგან ან არც ისაა დაინტერესებული, ან უფლება არ გააჩნია.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს პიროვნულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, თუმცა, აზრის დაფიქსირება ყველას შეუძლია და მეც ვისარგებლებ შემთხვევით. ყოფილ პრეზიდენტთან ჩემი ურთიერთობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება და მასზე დაკვირვება სრულ უფლებას მაძლევს, ვიფიქრო, რომ იგი ამჯერადაც ცრუობს. რეალურად, მისი საშიმშილო აქცია არის ბლეფი. მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, როგორ და რა ფორმით იღებს ენერგიისა და ფიზიკური კონდიციის შესანარჩუნებელ ვიტამინებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, მის მოსანახულებლოად შესულ თანაგუნდელებს შეაქვთ მასთან.საპყრობილის ადმინისტრაციამ, ცხადია, იცის ეს ყველაფერი, მაგრამ შეგნებულად ხუჭავს თვალს.
აზრი აზრად, მაგრამ ეს მხოლო პირადი შეხედულებაა და არაფერი აქვს საერთო საკითხის სამართლებრივ ასპექტთან. ჩვენ, ყველანი, უნდა ვთანხმდებოდეთ რამდენიმე ფუნდამენტურ მიდგომასთან დაკავშირებით:1) მ. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, მიუხედავად მისი სახელისუფლებო ბექგრაუნდისა, ისევე, როგორც მავანი ხულიგანი, მოძალადე ქმარი თუ ხაზინის ქურდი; 2) მას უფლება აქვს, ისარგებლოს ყველა იმ სერვისით, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს პატიმრის მიმართ, შეხვდეს ადვოკატებს, ოჯახის წევრებს, სათანადო უფლებამოსილების მქონე სხვა პირებს, მიიღოს და გაავრცელოს კორესპონდენცია, ჰქონდეს საპატიმროში ნორმალური საყოფაცხოვრებო გარემო, დაცული იყოს მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
ერთი სიტყვით, თავს მშვიდად უნდა გრძნობდეს და საკნის კარის ყოველი გაღებისას არ ეშინოდეს, რომ ვიღაც ახვრები ხელს დაავლებენ და პრეზერვატივწამოცმული დრინით გასაუპატიურებლად წაათრევენ, ან წიხლქვეშ ამოხდიან სულს, როგორც ეს ხდებოდა მისი პრეზიდენტობის დროს.
პატიმარ სააკაშვილს ყველაფერი ეს გარანტირებული აქვს. მისი ყველა უფლება დაცულია, მაგრამ მაინც აცხადებს, რომ შიმშილობს და ყველაფერ ამას საფუძვლად ედება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა.
მივყვეთ მარტივ ლოგიკას და დავსვათ კითხვა, - რა არის სინამდვილეში მისი და ციხის გარეთ მომლოდინე გულშემატკივრების მიზანი? საპატიმროს შინაგანაწესის რომელიმე პუნქტის დარღვევას რომ უჩიოდეს, მაშინ პროტესტი გასაგები იქნებოდა, მაგრამ საამისო საფუძველი არ გააჩნია. რაკი არ აქვს, წესით, არც უნდა შიმშილობდეს, ჩვეულებრივად მიირთმევდეს და სამომავლო ენერგიას ზოგავდეს. კვების ნორმალური რეჟიმის პირობებში არც ცუდად გახდებოდა და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაც არ იქნებოდა საჭირო. რამდენადაც ვიცი, ციხის საავადმყოფო გადაუდებელი მკურნალობისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და თუ ასეთი მკურნალობის საჭიროება დადგა, ეს ნამდვილად არ იქნება პრობლემა. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, შეუძლია, დასვას საკითხი, მოიწვიონ საერთაშორისო დამკვირვებლები, ექსპერტები, უცხოელი მედიკოსები, დაათვალიერონ ციხის საავადმყოფო, მისი სამედიცინო აპარატურა და დადონ შესაბამისობის (ან პირიქით - შეუსაბამობის) დასკვნა. ამას არავინ აკეთებს. რასაც აკეთებენ, ყველანი ვხედავთ და ყველაფერ ამაზე არსებობს მარტივი პასუხი - შანტაჟი. დიახ, ესაა სწახელმწიფოს დაშანტაჟების მცდელობა პატიმარ მ. სააკაშვილისა და მისი თანამოდასეების მხრივ, - თუ მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანთ, ადამიანი კვდება და მისი ცოდვა თქვენზე იქნებაო. ეს შანტაჟი უხვადაა შეზავებული ქრისტიანული მორალის ელემენტებით და ადამიანთა არც თუ მცირე რაოდენობაზე ახდენს ემოციურ ზემოქმედებას.
ციხიდან გამოყვანისა და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ რა პროვოკაციული გეგმა აქვთ ჩაფიქრებული, ამის მიხვედრა ძნელი არაა, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.
ვისაც უნდა, შეუძლია სადისტად ჩამთვალოს, მაგრამ ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პოზიცია ასეთია: არანაირ შანტაჟს სახელმწიფო არ უნდა წამოეგოს. არანაირი განსაკუთრებული რეჟიმი მ. სააკაშვილისთვის არ უნდა შეიქმნას. ის, ვიმეორებ, არის ჩვეულებრივი პატიმარი და მყარად უნდა ჰქონდეს გარანტირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლება, ხოლო ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემთხვევაში, თუ ასეთი რამ შიმშილობის, ან სხვა მიზეზით, მაინც მოხდა, ჩაუტარდეს იძულებითი მკურნალობა.
ორჯერ ორი ოთხია, ხუთი არაა”...
ამ მშობლებმა, სავარაუდოდ არაიურისტებმა, თავის დროზე იბრძოლეს რომ შვილის ინტერესები დაეცვათ სტრასბურგში... ...და იურისტმა სააკაშვილმა არ იცოდა სტრასბურგის გზა???
რის გამო შიმშილობს?
მისი განაჩენი გამოტანილი იქნა წლების წინ. ის დღეს მსჯავრდებულია! თუ თავს უდანაშაულოდ ცნობდა,შესაბამის ვადებში, რატომ არ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, რომ მისი, როგორც ადამიანის უფლება იქნა დარღვეული და არასწორი განაჩენი იქნა გამოტანილი?
რატომ ვერ დააკაკუნა სტრასბურგის კარზე, პრეზიდენტ ყოფილმა მაშინ, როცა ამ კარს მიაგნო გირგვლიანის, მოლაშვილის, ზერეკიძის... ოჯახებმა?!
ასე რომ ამ, "ერთი კაცის თეატრს", საკმაო მაყურებელი ჰყავს.
ვისაც საქმე არ ააქვს, დაჯდეს უყუროს!
არჩევნები დასრულდა. ლურჯმა ნაცებმა(მიშას არაერთგულებმა) რომ წითელი ნაცები(მიშას ერთგულები) დაამარცხეს, ეს ვერაფერი ბედენაა ქვეყნისათვის!...ვერცერთი მიმართულებით.
პ.ს. ნანუკაზე,ინგაზე,ელისოზე( და სხვვებზე...ახლა რომ აღმოაჩინეს, რომ თურმე ადამიანები ყოფილან)... სალაპარაკო არაფერია მაგრამ...
ბავშვები მოარიდეთ ტელევიზორს, საერთოდ ყველა არხს, რომ მდარე გემოვნება და სულელური აზროვნება არ ჩამოუყალიბდეთ.
...და ამის შემდეგ, ვინმე ნათიას რომ ბარემ კოფე და სიგარეტიც დაუდოთ მაგიდაზე( ქალის ბლატაობა უფრო ავთენტური გახადოთ) არ მოსულა?
ბიძო რომ..... მიხოს ზედ მივაყოლოთ არ გინდააა??
მაგის ბრალია ეს ყველაფერი დღეს, მაგის..............უკვანჭავი საკვანჭავად მაგან გახადა, მაგან
... დღეს თუ ცოტათი მაინც იკიდებენ ამერიკა-- ევროპას(კარგსაც აკეთებენ ) როგორ ადრე, როცა საჭირო იყო მაშინ რატო არ გააკეთეს მასე?? რატო დატოვეს სარეველები ამოსაძირკვი?
,,შერიგებული მტერი მტერზედაც ბევრჯერ მტერიაო......ჰოოოდა .ამ უვიცებს სხვისთვის მაინც დაეჯერებინათ......
ან კუ და მორიელი მაინც არ ისწავლეს სკოლაში???
არა რაააა .....ამ ყველაფრის მაყურებელს ფსიხუშკაში მგონია თავი......... მგონია კი არა ირგვლივ თუ კარგად დავაკვირდებით უკვე ყველა იქა ვართ ................ან თუ არ გინდა ფსიხუშკა.............................................................კიტრზე უნდა დაიკიდო ყველაფერი