კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი უსმან დემბელე ისევ დაშავდა და გუნდს გამოაკლდა. ფრანგმა ფეხბურთელმა დაზიანება კიევის „დინამოსთან“ (1:0) შეხვედრაში მიიღო.
ესპანური მედიის ცნობით, დემბელეს გამოჯანმრთელების პროცესს დაახლოებით 3 კვირა დასჭირდება. შესაბამისად ის „სელტასთან“ და „ესპანიოლთან“ უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს, ხოლო შემდეგ მისი მდგომაროება შეფასდება.
აღსანიშნავია, რომ დემბელეს ტრავმის გამოც სეზონის სტარტიც გაუცდა და კიევის „დინამოსთან“ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა, მაგრამ ისევ ლაზარეთში დაბრუნდა.