ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-მ სტამბოლის „ფენერბახჩეს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 82:91 დამარცდა.
რუსულმა გუნდმა ოთხივე პერიოდი წააგო და ბუნებრივია, საბოლოოდაც მარცხი განიცადა, თუმცა თამაში მაინც დაძაბული იყო. აღსანიშნავია, რომ მოსკოველებმა ევროლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგეს.
შენგელიამ პარკეტზე 27:57 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 10 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.
მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 4 გამარჯვების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 11 ნოემბერს, თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლებს.