„ნიუკასლ იუნაიტედი“ ახალი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს და ბოლო ცნობებით, ყველაზე დიდი შანსია, რომ „კაჭკაჭები“ ედი ჰაუმ ჩაიბაროს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მხარეები 2.5-წლიან კონტრაქტს და ასევე ფინანსურ დეტალებზე შეთანხმდნენ.
ნაკლებ სავარაუდოა, რომ „ნიუკასლი“ ჰაუს დანიშვნას „ბრაიტონთან“ მატჩამდე დაადასტურებს, მაგრამ წყაროს თანახმად, მოლაპარაკებებმა დადებითად ჩაიარა.
შეგახსენებთ, ედი ჰაუმ სახელი „ბორნმუთში“ მუშაობით გაითქვა, რომელსაც 2012-2020 წლებში ხელმძღვანელობდა, მას მერე კი უმუშევარია.