დემოკრატიის სამიტზე, რომელსაც ჯო ბაიდენი 9-10 დეკემბერს გამართავს, მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის მეთაური დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ სამიტს, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.
სამიტში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ის ფოკუსირებული იქნება დემოკრატიის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და პლატფორმას უზრუნველყოფს ლიდერებისთვის, რათა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ვალდებულებები აიღონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.