ვლადიმერ პაპავა: როცა რევოლუციური სიტუაცია არ არის და შენ მაინც ფიქრობ რევოლუციური ხასიათის ცვლილებებს, ამას სახელმწიფო გადატრიალება ჰქვია

ვლადიმერ პაპავა: როცა რევოლუციური სიტუაცია არ არის და შენ მაინც ფიქრობ რევოლუციური ხასიათის ცვლილებებს, ამას სახელმწიფო გადატრიალება ჰქვია

მე ასე მგონია, რომ სააკაშვილი უფრო პოპულარულია, ვიდრე თვითონ „ნაცმოძრაობა“, რასაც იყენებენ „ნაცმოძრაობა“ და სხვა პარტიები, - ამის შესახებ პროფესორმა, ვლადიმერ პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი ხალხის განწყობაზეა დამოკიდებული. „ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მეხსიერება არ ღალატობს და ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. ახსოვს ის ბოროტება, დაღვრილი სისხლი, გირგვლიანი, რობაქიძე. კარგი, მოლაშვილი იყო ცნობილი პიროვნება, რომელზეც პერსონალურად იყარეს ჯავრი, მაგრამ გირგვლიანი, რობაქიძე და ასეთი ადამიანები ხომ შემთხვევითი ადამიანები იყვნენ. ხელში ვინც ჩაუვარდათ, იმაზე იყარეს ჯავრი. მათ ადგილას რომ ნებისმიერი სხვა ყოფილიყო, ზუსტად ეს მოხდებოდა. ამიტომ ლაპარაკი იმაზე კი არ არის, ვიღაც რომ მტრად ამოირჩიეს, სისტემა იყო ისეთი, რომ ყველა ციხეში უნდა ყოფილიყო, ყველა დაეშინებინათ. ვფიქრობ, რომ მოსახლების დიდ ნაწილს ეს ახსოვს. ამიტომაც ეს რესურსი, რომ დღეს რევოლუციური გადატრიალება მოხდეს, მგონი შეუძლებელია, რადგან რევოლუციური სიტუაცია არ არის. ხოლო როცა რევოლუციური სიტუაცია არ არის და შენ მაინც ფიქრობ რევოლუციური ხასიათის ცვლილებებს, ამას სახელმწიფო გადატრიალება ჰქვია“, - განაცხადა პაპავამ.