გია აბაშიძე: სანქციებსა და იზოლაციაზე საუბრები მხოლოდ მავნებელი სექტის მიმდევრების დასაპურებლად რჩება 

გია აბაშიძე: სანქციებსა და იზოლაციაზე საუბრები მხოლოდ მავნებელი სექტის მიმდევრების დასაპურებლად რჩება 

სანქციებსა და იზოლაციაზე საუბრები მხოლოდ მავნებელი სექტის მიმდევრების დასაპურებლად რჩება - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც დემოკრატიის სამიტზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ  საქართველოს მიწვევას ეხმაურება.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსების გარეშე ამგვარი მოსაწვევის გაცემა წარმოუდგენელია.

„საქართველო დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანაა საკუთარი ბუნებრივი და გამოსწორებადი ხარვეზებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსების გარეშე ამგვარი მოსაწვევის გაცემა წარმოუდგენელია. სანქციებსა და იზოლაციაზე საუბრები კი რჩება მხოლოდ მავნებელი სექტის მიმდევრების დასაპურებლად“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ის გვერდზე.