"სააკაშვილმა აბსოლუტური რეკორდი მოხსნა: 9 თვეში 2760, აქედან 2200 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება სრული კატასტროფაა" - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაზე სოციელურ ქსელში.
"2012 წლის მაისიდან, 2013 წლის მარტამდე, 9 თვეში, სააკაშვილმა 2760 პატიმარი შეიწყალა.
2760 შეწყალებულიდან 2200-ზე მეტი სასჯელს განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა: განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, პედოფილია, გაუპატიურება, ქურდობა, თაღლითობა.
მიზანი?
ორი მიზანი იყო: არჩევნებამდე კრიმინალის დახმარება 2012 წლის არჩევნებზე, არჩევნების შემდეგ კრიმინოგენული ვითარების გაუარესება და ახალი ხელისუფლებისთვის დაბრალება.
ჟურნალისტური გამოძიების ფილმს ამ თემაზე დავდებ 1-2 საათში და ნახეთ.
გაიხსენეთ 2013 წელი, მას შემდეგ, როცა 2760 კრიმინალი გარეთ გამოუშვა, როგორი წიოკი ატყდა კრიმინალი გაიზარდაო.
იგივე პოლიტიკა გააგრძელა მარგველაშვილმა, ახლა ანა ნაცვლიშვილი შეწყალების ანატომიას რომ გვიხსნის.
მარგველაშვილი წელიწადში 800-850 პატიმარს იწყალებდა, რომელთა დიდი ნაწილი ასევე მძიმე დანაშაულებისთვის იყო გასამართლებული. მიზანი იგივე. კორუფციას ვერ დავაბრალებ, თუმცა მოიკითხეთ საქმეში ჩახედულ წრეებში.
ამ თემაზე ბევრჯერ დავწერე. მარტივად შეიძლება მოძიება რამდენ ადამიანს ასამართლებენ წლის განმავლობაში და რამდენად დიდი ციფრია 800 პირის შეწყალება. ფაქტიურად, პოლიცია იჭერდა, მარგველაშვილი უშვებდა. ჩაანაცვლა სასამართლო სისტემა.
თუმცა, სააკაშვილმა აბსოლუტური რეკორდი მოხსნა: 9 თვეში 2760, აქედან 2200 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის შეწყალება სრული კატასტროფაა.
თან კრიმინალს იწყალებდა, პარალელურად სტუდენტებს ხვდებოდა და ამნისტიას აკრიტიკებდა.
მაგალითისთვის, ახლა მომწერეს პირადში, სააკაშვილმა, 24 წლის გიორგი ჭინჭარაულის ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მკვლელობისთვის, 20 წლით გასამართლებული პირი, ამავე პერიოდში შეიწყალა. მას 20-დან მხოლოდ 6 წელი ჰქონდა მოხდილი. შვილის ორმოცზე მამაც გარდაცვლილა, გულის შეტევით".
!
მიშას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორივე მიზანი წარმატებით იქნა მიღწეული!
ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ, რაიმე დანაშაული - მკვლელობა, ძარცვა, გაუპატიურება - რომ გახმაურდება მასმედიაში, ნაცმადიდებლები, კომენტარში ეგრევე ბიძინასკენ მიმართავენ ისარს : "გაგებით მოეკიდეთ!" - აბაო, ამდენი ბანდიტი რომ "პოლიტპატიმრის" სტატუსით გამოუშვა "ოცნებამ", რა გეგონათო!..