ამ მძიმე ეპიდვითარებაში, საპროტესტო აქციები ყოველდღიური სიკვდილიანობის ზრდას უწყობს ხელს-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
თუ აქამდე საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო რთული,დღეს ის ურთულესად შეიძლება შეფასდეს.ამ ვითარებას ზეპარტიული და ზეპოლიტიკური მიდგომა სჭირდება,წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პროცესი უმართავი გახდეს.
კლინიკები და მრდპერსონალი თავისი შესაძლებლობის ზღვარზე იმყოფება.რეანიმაციული საწოლები ,პრაქტიკულად ყველა,დაკავებულია.საზოგადოების სიბრთხილე კი კვლავ არ სჩანს.მიუხედავად იმისა,რომ ქვეყანაში ვაქცინები "არჩევაზეა",ვაქცინაციის ტემპი მაინც საგანგაშოდ დაბალია.ვითარებას განსაკუთრებით ამძიმებს ქუჩის აქციები,რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის რისკებს და მოქალაქეების სიცოცხლეს უქმნის საბრთხეს.
თხოვნით მივმართავ ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიის ლიდერს,ამ ურთულეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში უარი ვთქვათ ქუჩის აქციებზე ან მინიმუმ გარკვეული დროით გადავდოთ მაინც.