ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია:  განკვეთილი სასულიერო პირები ეპარქიის ტერიტორიიდან პოლიციას ძალის გამოყენებით გაჰყავს

ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია:  განკვეთილი სასულიერო პირები ეპარქიის ტერიტორიიდან პოლიციას ძალის გამოყენებით გაჰყავს

ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ეპარქიიდან პოლიციას სასულიერო პირები ძალის გამოყენებით გაჰყავს.

ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.

როგორც ბერ-მონაზვნები აცხადებენ, მათ წასასვლელი არსად აქვთ, რის გამოც ეპარქიიდან წასვლას არ აპირებდნენ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.