დავით გადელია: არცერთი წამალი არ არის ვაქცინაზე უფრო ეფექტური

დავით გადელია: არცერთი წამალი არ არის ვაქცინაზე უფრო ეფექტური

არცერთი წამალი არ არის ვაქცინაზე უფრო ეფექტური, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა, დავით გადელიამ „ქრონიკაში“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატებზე საუბრისას განაცხადა.

„გუშინ, კლინიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე მონოკლონური ანტისხეულების შემცველ მედიკამენტებზე ვიმსჯელეთ. ესენი კარგი პრეპარატებია, მაგრამ არავის აზრადაც არ მოუვიდეს, რომ ეს არის ძალიან მაღალი ეფექტის მქონე, არცერთი წამალი არ არის ვაქცინაზე უფრო ეფექტური, ახლოსაც ვერ მივა ვაქცინასთან - ვაქცინა უფრო დამცველია.

როდესაც ვსაუბრობ მედიკამენტებზე, განსაკუთრებით ანტივაქსერები ამბობენ, „აი, ხომ ხედავთ რაღაც პრეპარატები შემოდის და აღარ დაგვჭირდება აცრა“ - ახლოსაც არ არის პრეპარატები აცრასთან. განსაკუთრებით მედიკამენტებს, რომლებსაც ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ ვხმარობთ, ძალიან სიზუსტე უნდა, ძალიან სიფაქიზე და ცოდნაა საჭირო, თორემ შესაძლებელია ძალიან ცუდი შედეგი გამოიღოს ავადმყოფებში. ვაქცინაციას რომ უკირკიტებენ, არანაკლებად სახიფათო და ჩასაძიებელია ეს პრეპარატები. ყველა პრეპარატზე ასეა, აქ არ არის მხოლოდ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატებზე საუბარია, რომელი მედიკამენტია, რომელიც თავისუფლად და თვითნებურად შეიძლება მიიღოს ადამიანმა?!. “, - განაცხადა დავით გადელიამ.