დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კომპანია Merck-ის კოვიდსაწინააღმდეგო აბების გამოყენება დაამტკიცა.
დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) რეკომენდაციას უწევს პრეპარატი „მოლნუპირავირის“ გამოყენებას კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ და სიმპტომების დაწყებიდან ხუთი დღის განმავლობაში.
1-ელ ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ კომპანია Merck-ის მიერ შექმნილი კოვიდსაწინააღმდეგო აბები ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევებს 50%-ით ამცირებს.
კომპანია Merck-ი და მისი პარტნიორი Ridgeback Biotherapeutics-ი აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აბების გადაუდებელი გამოყენებისთვის საჭირო ავტორიზაციის მოპოვებას გეგმავენ.
პრეპარატი „მოლნუპირავირი“, რომელიც ვირუსის გენეტიკურ კოდში შეცდომების შეტანის მიზნით არის შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი პერორალური ანტივირუსული მედიკამენტია.