მთავრობაში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს ადამიანის უფლებათა დაამცველი ნანა კაკაბაძე მორიგ კარუსელს უწოდებს და კითხულობს-საერთოდ რაში ჭირდება სააკაშვილს მინისტრები.
„ახალ თაობასთან“ საუბარში კაკაბაძე აცხადებს, რომ ეს მინისტრები არაფერს არ განკარგავენ, მათ არანაირი უფლებები არ გააჩნიათ და ყველაფერს რამდენიმე კაცი წყვეტს.
- ჩვენ ვიცით, რომ რეალურად რამოდენიმე კაცია ქვეყანაში, ვისაც ხელთ უპყრია ძალაუფლება. ეს მინისტრები არიან ფასადებისთვის, რომ ვითომ დამოუკიდებელი სტრუქტურები არსებობს და ამ სტრუქტურებს მინისტრებიც ჰყავს. გადაწყვეტილების მიღების საშუალებას კი მათ არავინ აძლევს და არც არიან გადაწყვეტილების მიმღებნი - აცხადებს კაკაბაძე.
- რაც შეეხება გიგა ბოკერიას? ის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. - ბოკერიას უშიშროების საბჭოში გადაყვანა ნიშნავს იმას, რომ უშიშროების საბჭო უფრო მეტ დატვირთვას მიიღებს ვიდრე დღემდე ქონდა, რადგან გიგა ბოკერია ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომელსაც ხელთ უპყრია რეალური ძალაუფლება, გადაწყვეტილების მიმღებიც იქნება და ასე შემდეგ. ეს უწყება ეტყობა სხვა ფუნქციებს იძენს.