დოდონა კიზირია: ღმერთმა ერთი სურვილი რომ მომცეს, ვინატრებდი, მე წავიდე საკანში 

დოდონა კიზირია: ღმერთმა ერთი სურვილი რომ მომცეს, ვინატრებდი, მე წავიდე საკანში 

ღმერთმა ერთი სურვილი რომ მომცეს, ვინატრებდი, მე წავიდე საკანში, მიშა, რამდენს უყვარხარ, რამდენია მზად, შენთვის იბრძოლოს, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრებმა პროფესორმა, დოდონა კიზირიამ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
კიზირიას თქმით, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სათანადო კლინიკაში, რომ შეუნარჩუნდეს სიცოცხლე.

„დღეს ამ ციხეში არის ადამიანი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო, რომელმაც სულ ახალგაზრდამ, 36 წლის ასაკში ჭაობიდან ამოათრია საქართველო და დააყენა განვითარების, წინსვლის გზაზე; მსოფლიო აალაპარაკა ჩვენს მიღწევებზე და ის არის ციხეში ერთი არარაობის სურვილით, რომელსაც ფულზე მეტი სხვა ფასეულობა არ გააჩნია. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება ამ ქონდრისკაცს და მის მონებს, წაგვართვას ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, წაგვართვას ჩვენი საამაყო მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე; არ უნდა ვაპატიოთ მათ ის, რომ ისე გააღატაკეს, დააჩაჩანაკეს საქართველო, რომ მალე საქართველოში ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით. ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ მათ ის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ლამაზი, ლაღი, ნიჭიერი ახალგაზრდობა მირბის ქვეყნიდან იმიტომ, რომ აქ არავითარი შესაძლებლობა არ აქვთ, გამოიყენონ თავიანთი ნიჭი, თავიანთი უნარი. რა სამარცხვინოა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მოუწოდებს ქურდებს, ბანდიტებს, მკვლელებს, მოვიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენონ, აგინონ მსოფლიო დონის პიროვნებას; როგორი სირცხვილია, რომ ქვეყნის კულტურის მინისტრი მიმართავს 50 ლარად ნაყიდ ბრბოს და ეუბნება, მიშა, ნახე რამდენს სძულხარ. მე მინდა, ვუთხრა მიშას – მიშა, რამდენს უყვარხარ, რამდენია მზად, რომ შენთვის იბრძოლოს, მე სულ თვალწინ მიდგას მიშას სახე, მისი თვალები, როდესაც ის საქართველოში შემოვიდა, სელფი გადაიღო და ეს სელფი ტელევიზორში იყო ნაჩვენები. რა ბედნიერი ვარ, რომ ამ ცას ვხედავ, საქართველოს ცას, ჩემს მიწას, ჩემს დედულეთს. ეს სახე მე დღე და ღამე არ მშორდება. ეს არის უღირსეულესი ადამიანი, რომლის გულისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის გამოვიდეს ციხიდან. მე რომ ღმერთმა ერთი სურვილი მომცეს, ვინატრებდი, რომ შემეძლოს, მე წავიდე იმ საკანში, მე ვკვდებოდე, ის კი აქ იდგეს ჩემ მაგივრად და მოგმართავდეთ თქვენ; წარმომიდგენია, როგორი ენერგიით, როგორი ზნეობით აღგავსებდათ თქვენ, გაგამარჯვებინებდათ და თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ჩვენ არა გვაქვს ექვსი დღე, არა გვაქვს დრო, ყოველი წუთი არის მნიშვნელოვანი; რაც შეიძლება მალე, საქართველოს მესამე საამაყო პრეზიდენტი უნდა იყოს გადაყვანილი სათანადო კლინიკაში, რომ შეუნარჩუნდეს სიცოცხლე ჩვენთვის, მისი ქვეყნისთვის, რისთვისაც სამსახურში ის ასე მზად არის, რომ იყოს მთელი მისი სიცოცხლე“, – განაცხადა დოდონა კიზირიამ აქციაზე.

XALIBI ნამეტანი ბევრი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ჭირდება სამყაროს.... და აუცილებელია იძულებითი მკურნალობის დაკანონება.......................
3 წლის უკან
XALIBI ნამეტანი ბევრი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ჭირდება სამყაროს.... და აუცილებელია იძულებითი მკურნალობის დაკანონება.......................
3 წლის უკან
Katana . XALIBI, დიახ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა!.. ისე, სულ მაინტერესებს, რისი პროფესორია, მეცნიერების რომელ სფეროში მოღვაწეობს ეს ქალბატონი? ამერიკაში, გამორიცხულია, რომ სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდეს და ნუთუ არავინ ჰყავს, რომ დააკვალიანოს, ვის მიმართოს დახმარებისთვის?
3 წლის უკან
Katana P.S.ვნახე: კინომცოდნე ყოფილა და... ფილოსოფოსი (არ ეტყობა?!).
3 წლის უკან
XALIBI katana-s
და ამერიკა ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული ხალხის ქვეყანა რატომ გგონიათ?!:) იქ ჭირდებათ თუ ჭირდებათ ფსიქიატრები:)
3 წლის უკან
Katana . ახლა ინტერნეტში პროფესორ დოდონა კიზირიას ერთ-ერთი ფეისბუქ-სტატუსს წავაწყდი:

„ახ, ეს ახალგაზრდები თურმე 26 ათასი გაუპატიურებელი მამის შვილები ყოფილან. მათი ტრანსპორტირების ორგანიზაციას კი ხელისუფლება თანაგრძნობის სახით უკეთებს?!
თვითონ პროჭმოტყნულები სად არიან?! შვილების ზურგს უკან არიან ჩაცუცქულები და უკანალს ინიავებენ?!
ვაი ჩვენს თავს, ქართველებო! ვაი ჩემს ბებერ თავს, რომ ამას მოვესწარი!“
3 წლის უკან
Katana . ნინო ჯანგირაშვილი:
"საქართველოს ყველა მოქალაქე არის დასასჯელი, ვინც ციხეს არ იღებს შტურმით!
მე ნინო ჯანგირაშვილი ვიქნები პირველი ადამიანი რომელიც დავიწყებ შტურმის დაორგანიზებას!
ხვალვე გადაიყვანეთ ნორმალურ საავადმყოფოში!"
3 წლის უკან
Katana ნინო, აქუთი დაიწყე დასჯა: ხვალვე თუ არ აიღო ციხე შტურმით, კარგად იცი, რითი უნდა დასაჯო! :))
3 წლის უკან
Katana .ელენე ხოშტარია:
"გადავწყვიტე, პარლამენტში დავიწყო შიმშილობა იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ"
*
არა, აშკარაა, რომ თბილისში სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ფსიქიატრიული კლინიკა სააკაშვილის ფანი ქალებისათვის!
3 წლის უკან
Katana ვულოცავ წალენჯიხელებს! - ნიკა გვარამიას თავისი ტელევიზია გადააქვს წალენჯიხაში!
ხაზარაძეს -ბანკი!
ნაცმოძრაობას - პარლამენტი!
ნიკა მელიას - დედაქალაქი!
წალენჯიხიდან იწყება საქართველოს აღორძინება!
სააკაშვილი ინიშნება დავით აღმაშენებლად!
იცხოვრეთ აწი "ქოცებმა" თქვენს პროვინციულ თბილისში! - მეტის ღირსი არცა ხართ!
3 წლის უკან
XALIBI ჯანგირაშვილს ასეთი მოწოდების გაკეთებამდე სამგორის მეტროსთან დახოცილი ბიჭები თუ გაახსენდა?!
3 წლის უკან
Katana , მე კი ვიხუმრე, მაგრამ ესენი არ ხუმრობენ: ახლა თემურ ჭყონიამაც განაცხადა - მეც მოვდივარ წალენჯიხაშიო! :)
მოკლედ, თუ არის საშუალება, რომ მანდ მოეწყოს პატარა ციხე, სააკაშვილიც გადაიყვანონ წალენჯიხაში და მთელი ნაცმოძრაობა მანდ დასახლდება, - ესენიც დაისვენებენ და საქართველოც!
3 წლის უკან