ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ყელში ამოუვიდა როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენს საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ყელში ამოუვიდა როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენს საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს

სურთ მანდატის დატოვება, სურთ შეურაცხყოფა მიაყენონ მათ ამომრჩეველს - არჩევანი მათია. სურთ საპარლამენტო საქმიანობა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე საუბარი, დისკუსია და ერთად მსჯელობა - ამისთვის, - მზად ვართ!, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მათი მომავალი დღის წესრიგი მაქსიმალურად საქმიანი იქნება და ორიენტირებული საზოგადოების ინტერესებზე.

„ჩვენი დღის წესრიგი სრულად ორიენტირებული იქნება ჩვენი ხალხისა და საზოგადოების ინტერესებზე, იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც ჩვენ ხალხს აწუხებს და არა „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყელში ამოუვიდა როგორც ქვეყნის შიგნით ჩვენს საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს. ეს ჯგუფები ასოცირდებიან წარსულთან და ამ წარსულს ყველა უარს ეუბნება. ამდენად, ჩვენი დღის წესრიგია პანდემიის გამოწვევის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პროექტები, ჯანდაცვის მიმართულებით ცვლილებები. შესაბამისად, ჩვენ ამ კუთხით დაგეგმილ რეფორმებსა და პროგრამებზე მუშაობას ინტენსიურად დავიწყებთ.

ჩვენი საზოგადოებაა ყოველთვის პრიორიტეტი და ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და არ აპოლიტიკურ კინკლაობაში შევიდეთ და კომენტარები ვაკეთოთ, ვინ როდის შედის მსჯავრდადებულ სააკაშვილთან, ვის სურს დეპუტატის მანდატის დატოვება და ვის არა.

სურთ მანდატის დატოვება, სურთ შეურაცხყოფა მიაყენონ მათ ამომრჩეველს - არჩევანი მათია. სურთ საპარლამენტო საქმიანობა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე საუბარი, დისკუსია და ერთად მსჯელობა - ამისთვის, - მზად ვართ!“, - განაცხადა ოხანაშვილმა.