"მთავარ არხს" იურიდიული მისამართი წალენჯიხაში გადააქვს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არხმა გადაწყვიტა, რომ იურიდიული მისამართი შეიცვალოს და ის იქ გადაიტანოს სადაც "თავისუფლება უკვე მოიპოვეს" - წალენჯიხაში.

"მთავარი არხის მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. საქართველოში კი ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხმა მოიპოვა თავისუფლება, წალენჯიხაა.

არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცვლით იურიდიულ მისამართს და გადაგვაქვს იქ, სადაც უკვე მოიპოვეს თავისუფლება - წალენჯიხაში", - წერს ნიკა გვარამია.