ანრი ოხანაშვილი: როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ გაცდება კანონს, ყველა ინსტიტუცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს

ანრი ოხანაშვილი: როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ გაცდება კანონს, ყველა ინსტიტუცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს

ჩვენი გუნდი სწორებას გააკეთებს უფრო მეტად საზოგადოების პრიორიტეტებზე. ესენია: ეკონომიკის განვითარება, მოქალაქებიის დასაქმება, სოციალური პაკეტები და პანდემიასთან ბრძოლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების ერთადერთი სცენარი დესტრუქციაა, თუმცა მათ იციან, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არა აქვთ.

„რა თქმა უნდა, ეს მათ და ვერ გამოუვათ. ამას არ დაუშვებენ არც სახელმწიფო ინსტიტუციები და არც ჩვენი საზოგადოება. „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ბელადიერთის მხრივ, შეურაცხყოფას აყენებს სრულიად ქართულ საზოგადოებას, ვინც უარი უთხრა მათ და მეორეს მხრივ, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ საერთაშორისო დამკვირვებლებსა და პარტნიორებს, რომლებიც თქვეს, რომ კეთილი ინებოთ და შემდგარი არჩევნები აღიაროთ. როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ გაცდება კანონს, ყველა ინსტიტუცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.